ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მკვლევარები შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანისა და მარეთის ხეობებში იმყოფებოდნენ. განყოფილების ხელმძღვანელმა, ემერიტუს პროფესორმა ბიჭიკო დიასამიძემ (ექსპედიციის ხელმძღვანელი), მკვლევარმა რამაზ სურმანიძემ, მეცნიერ-თანამშრომელმა ოლეგ ჯიბაშვილმა და კინო-რეჟისორმა და ოპერატორმა გივი ნახუცრიშვილმა ხეობებში არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები მოინახულეს. სამი დღის განმავლობაში დაზვერვითი ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა დაათვალიერეს ტაკიძეების (ოთოლთას), ცინარეთის, დარჩიძეების, ოქროპილაურის, მახალაკიძეების შუასაუკუნეების ციხეები, ხაბელაშვილების დახურული ხის ხიდი, ვარჯანაულის ქვის თაღოვანი ხიდი, წაბლანის ნაეკლესიარი, ოლადაურის ძველი მარნის ნაშთები და სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობის ობიექტები. მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალები გამოყენებული იქნება შემდგომ სამეცნიერო მუშაობაში.
უკან |