ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთის რესპუბლიკაში

სურათი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ფოლკლორულ–დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური  ექსპედიციის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ვილაიეთს  ეწვივნენ. ინსტიტუტის დირექტორის როინ მალაყმაძის ხელმძღვანელობით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი შუშანა ფუტკარაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორები: თამილა ლომთათიძე, ნაილა ჩელებაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორები: ელზა ფუტკარაძე, ნაილე მიქელაძე და მხატვარ–არქიტექტორი ჯემალ მიქელაძე იუსუფელის რაიონის სოფლებს შვიდი დღის განმავლობაში იკვლევდნენ. მეცნიერებმა ქვაბაკში, ელიასხევში, იეთში, საგდიყანაში, ხევეკში, ბარხში, ჭილათში, უტავში, პარხალში, ოთხთა ეკლესიაში, სავრიათში, სარიგოლში, გუდასხევში, არჯევანსა და  ბინათში მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვეს. მკვლევარებმა ასევე ჩაიწერეს საინტერესო ეთნოლოგიური და დიალექტოლოგიური ხასიათის ტექსტები, ტოპონიმები, არქაული ლექსიკური ერთეულები. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი კვლევითი საქმიანობას მომავალ წელს იმიერ ტაოში, ოლთისის, ტაოსკარისა და თორთომის რაიონებში განაგრძობს. სამეცნიერო კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ  კრებული „ტაოს სიძველენი“ გამოიცემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა