ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უახლესი გამოცემები

სურათი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდი აქტიურად მუშაობს ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც გასულ 2024 წელს რამდენიმე კრებული და მონოგრაფია მომზადდა. უცხოეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების მიმართულებით, გამოიცა კრებულის „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ მესამე ნაწილი. ნაშრომში წარმოდგენილია თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტრის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, მათ შორის, ქართველ ლეგიონერთა საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალები, მემუარული ჩანაწერები, ოფიციალური თუ კერძო მიმოწერის ბარათები, სავანის „შთაბეჭდილებათა წიგნი“ და ა. შ.

ასევე, მომზადდა „ჩვენებურების ქართულის“ მესამე ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა მეტყველების ნიმუშები. ტექსტები თემატურად მრავალფეროვანია და საინტერესოა არა მხოლოდ დიალექტოლოგიური, არამედ ფოლკლორული, ეთნოლოგიური,  ისტორიული და სოციოლოგიური კუთხით. მონოგრაფიაში წარმოდგენილი ლექს-სიმღერები, თქმულება-გადმოცემები, ლეგენდები, ისტორიული რეალობისა და პიროვნებათა ბიოგრაფიის ამსახველი მასალა განსაკუთრებული მეცნიერული ღირებულების მატარებელია. მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა მეტყველების ნიმუშების გარდა, ნაშრომში წარმოდგენილია ავტორის ჩილდირში, ფოცხოვში, შავშეთსა და ტაოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებიც.

კიდევ ერთი მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე გამოცემაა „აჭარული საუნჯის“ VI ტომი, რომელიც, ასევე 2024 წელს მომზადდა. ნაშრომში წარმოდგენილია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული საველე ექსპედიციების შედეგად მოძიებული უნიკალური ზეპირსიტყვიერი მასალები.

გამოცემული ნაშრომები დიდ სამსახურს გაუწევს როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ისე დაინტერესებულ საზოგადოებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა