ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები დააჯილდოვა

სურათი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს, ნოდარ კახიძეს, ოთარ თურმანიძესა და ნანული ნოღაიდელს მადლობის სიგელები გადასცა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, მეცნიერებს, მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდაში, მეცნიერების სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.

მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის 2001 წელს, იუნესკოს მიერ დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, ნოემბერში აღინიშნება. ამ დღის დაარსებისა და აღნიშვნის მიზანია, გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლი და მნიშვნელობა, მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია მეცნიერების განვითარების, არსებული სიახლეებისა და  სამომავლო პერსპექტივების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა