
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით, აჭარის მწერალთა სახლში შეხვედრა გაიმართა ფერეიდნელ ქართველ, კალიგრაფ-დიზაინერ, ჰელენ იოსელიანთან. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენაც. ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჰელენს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მადლობის სიგელი გადაეცა.
უკან |