მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი რუსლან ბარამიძე 2024 წლის 30 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის არქივსა და ბიბლიოთეკაში დაცულია აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ სსრკ-ში დისიდენტურ მოძრაობასთან დაკავშირებული საარქივო მასალები, პერიოდიკა და შესაბამისი ლიტერატურა.
მკვლევარმა კვლევითი პროექტის «Our Past and Future: Dissidents’ Discussions on Country and People (Georgia, Armenia, Ukraine)» ფარგლებში მოიპოვა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში 1980-იანი წლების ბოლოს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული მასალები (სხვადასხვა საარქივო ფონდებში დაცული მასალების 289 გვერდისა და ბიბლიოთეკაში დაცული 7 ნაშრომის ასლები). მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით დაგეგმილია სამეცნიერო ნაშრომის მომზადება.
გერმანიაში ყოფნის პერიოდში მკვლევარმა ასევე მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბერლინში CISR E.V. Berlin-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში „Demilitarizing Mind – Buildung Peace“.
უკან |