ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, აშშ-ს, კანადის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და ისრაელის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარეობს ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის, მათ შორის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ჩამოშლილ კონსტრუქციათა შესწავლა. პარალელურად, კოშკის მიმდებარედ მიკვლეულ იქნა წყლის რეზერვუარისა და მოკირწყლული იატაკის ნაშთები.

ამ დროისათვის ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებულია შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი არტეფაქტები.

არქეოლოგიური სამუშაოები 25 ივლისს დაიწყო და 27 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის მხარდამჭერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა