ბსუ-ში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჩვენი სულიერების ბალავარი XIII გაიმართა. ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის აქტუალური საკითხებისა და უახლესი კვლევების წარმოჩენას. კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართა და მასში 50-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა.
სამეცნიერო კონფერენციას წმინდა მეცნიერულ ღირებულებასთან ერთად, ზოგადეროვნული დატვირთვაც ჰქონდა. დიდი დღესასწაულია ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის დიდაჭარაში შემოსვლა. ამ ასპექტის გათვალისწინებით, კონფერენციის მეორე დღეს მკვლევრები გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსანახულებლად. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ტბეთის მონასტერი, მამაწმინდისა და დოლისყანის ტაძრები, სოფელი მარადიდი, შეხვდნენ იქაურ ქართველობასა და ქალაქ ბორჩხის წარმოშობით ქართველ მერს.
უკან |