აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის - „მეცნიერება ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის დოქტორი როინ მალაყმაძე მიწვეული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის საჯარო სკოლაში. მკვლევარი ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ესაუბრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაზე. დასასრულს, გაიმართა დისკუსია თემაზე - „ჩემი მხარის ისტორია“. პროქტის − „მეცნიერება ჩემს გაკვეთილზე“ − მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების მრავალფეროვნების ხელშეწყობა.
კირნათის საჯარო სკოლაში ამ პროექტის გამარჯვებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ინდირა შალიკაძე.
უკან |