ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„მაჭახლის ხეობის ისტორიისა და კულტურის ძეგლები“ წარდგენა გაიმართა

სურათი

„მაჭახლის ეთნოსოფლის“ ადმინისტრაციულ შენობაში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა (როინ მალაყმაძე, ნოდარ კახიძე, სულხან მამულაძე) მიერ მომზადებული ნაშრომის − „მაჭახლის ხეობის ისტორიისა და კულტურის ძეგლები“ წარდგენა გაიმართა. ნაშრომში შესწავლილია ორად გაყოფილი მაჭახლის ხეობის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და წარმოდგენილია ხეობის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. განხილულია ხეობაში არსებული ნასოფლარები და ნასახლარები, საფორტიფიკაციო ნაგებობანი და სავაჭრო–საქარავნო გზები, ქვის თაღოვანი ხიდები, მარან–საწნახლები, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური კულტურის ძეგლები და სხვ.

ნაშრომი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ისე საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა