ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ მონაწილეობა მიიღო დედა ენის დღისადმი მიძღვნილ, კავკასიის უნივერსიტეტში გამართული პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.  მკვლევარი მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას, ისაუბრა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, საქართველოს ისტორიულ მხარეში - ტაო - კლარჯეთში შემორჩენილი ქართული ენის მდგომარეობაზე და კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უახლოესი გამოცემები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, საქართველოში ლიეტუვისა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევარები და სხვა  საპატიო სტუმრები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა