ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ეთნოლოგმა როინ მალაყმაძემ მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა“. მკვლევარმა ისაუბრა მემინდვრეობის ტრადიციების განვითარებაზე აჭარაში. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს საგამოფენო დარბაზში გამოიფინა XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ძველი საბუთები და ეტრატები, ფოტოები და ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური ჯიშები და ეთნოგრაფიული მასალა. ღონისძიება თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, თსუ-ს მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |