მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რუსლან ბარამიძის ლექცია გაიმართა თემაზე: „ისლამი, საზღვრები და ერის მშენებლობა აჭარაში". ლექციაზე განხილული იყო საქართველოს მუსლიმური თემის ისტორი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო 1990-იანი წლებიდან განვითარებულ პროცესებზე. კერძოდ, იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც მუსლიმური თემის ყოფით, რეგიონალურ, ორგანიზაციულ, სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა.
უკან |