ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, კულტურის სფეროში მომუშავეებსა და საჯარო სკოლების პედაგოგებს გააცნეს პროექტის - „აჭარული დიალექტის ლექსიკონი“ - შედეგები. პროექტი განხორციელდა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილების მიერ. ლექსიკონში აისახა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალები. მომზადდა დიალექტის ლექსიკონი.
მოძიებული მასალა საინტერესოა ლექსიკოლოგიური თუ დიალექტოლოგიური კუთხით. გამოვლინდა არქაული ლექსიკური ერთეულები, საერთოქართველური ლექსემები. წარმოდგენილი სალექსიკონო მასალა მრავალმხრივ საყურადღებოა. მასალას გამოიყენებენ ისტორიკოსები, არქეოლოგები, ეთნოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ენათმეცნიერები. ასევე, გზამკვლევი იქნება სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
უკან |