8-9-10 მარტს, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენის ,,Batumi Book & Education Fair 2024“ ფარგლებში, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა აკადემიურ და სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, მათ შორის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან. შეხვედრისას შედგა შეთანხმება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების პერსპექტივებზე.
უკან |