ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს სამუშაო ვიზიტით მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის მკვლევარი, მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორი ჰელენა ჰოლზბერგერი ეწვია. ჰელენი ჰოლზბერგერი საბჭოთა საქართველოს საზღვაო ისტორიას იკვლევს, ამ მიმართულებით მომზადებული პროექტის განსახორციელებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საკითხების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია ბათუმთან – საქართველოს საზღვაო კარიბჭესთან და მდიდარი ისტორიის მქონე ნავსადგურთან. მკვლევარი კვლევას ბათუმში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბაზაზე განახორციელებს და კვლევების კოორდინატორი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსლან ბარამიძე იქნება.
უკან |