ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ და კაბინეტს ინსტიტუტის უახლესი გამოცემები უსახსოვრა.  ვიზიტის ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის თაობაზე შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან და ფაკულტეტის დეკანთან. უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, 2023 წლის 24 თებერვალს, FEDEK-ის ხუთწლიანი აკრედიტაცია მიენიჭა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა