ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ცნობილი მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის იბრაიმ გორაძისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

სურათი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით, ცნობილი მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის იბრაიმ გორაძისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის იბრაიმ გორაძის საქმიანობისა და მოღვაწეობის გაცნობა იყო. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეგიდით მზადდება შესაბამისი მონოგრაფიაც, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა. ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.

იბრაიმ გორაძე  1914 წლის 5 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გორაძეებში დაიბადა. დაამთავრა სოფელ აჭარისწყლის არასრული საშუალო სკოლა. 1937 წლის რეპრესიების დროს, ფიზიკურად რომ გადარჩენილიყო, იძულებული გახდა ოჯახით თურქეთისათვის შეეფარებინა თავი. იქ იგი დაუახლოვდა ქართველ პატრიოტებს, წერდა და თარგმნიდა.

1976 წელს იბრაიმ გორაძე  სამშობლოში დაბრუნდა. თურქულ ენაზე გამოსცა სიმონ ქვარიანის „გიორგი სააკაძე“, უიარაღოს – „მამლუქი“, აკაკი წერეთელის – „ბაში-აჩუკი, იუსუფ ფაღავას – „ჩაუმქრალი კერა“ (დასტამბა სტამბულში მგზნებარე მამულიშვილმა ახმედ მელაშვილმა). თურქულიდან ქართულად თარგმნა ორჰან ქემალის „ქალბატონის მამული“, „მემედი – ჩემი შევარდენი“, ფაკირ ბაიქურთის „ჭორფლიანი ქალი“ და „გველების შურისძიება“.

იბრაიმ გორაძე  დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა