
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეხვედრა გამართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის, უახლესი გამოცემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. ასევე გაიმართა წიგნის - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან” მეორე ტომის პრეზენტაცია. ვიზიტის ფარგლებში, მკვლევრებმა ზაზაძეების საგვარეულო სოფელი უდე, იქ მცხოვრები ადგილობრივები მოინახულეს და მოიძიეს საისტორიო ხასიათის ინფორმაცია და ფოტო-მასალა, რომელიც შეტანილი იქნება წიგნის ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან” მესამე ტომში.
უკან |