
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით დაარსებულ კავკასიური ენების კათედრის 90-ე წლის იუბილეს. კონგრესში მონაწილეობდა 163 მომხსენებელი: საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩინეთიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩა-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან. კონფერენციაზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა თანაავტორთან ერთად მოხსენება წარადგინეს თემაზე: „ტოპონიმ ,,ბათუმ"-ის კვლევისათვის“.
უკან |