ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გამართულ მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა. სესია სასულიერო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის დამაარსებელს გაიოზ რექტორს მიეძღვნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებების თემატიკა შეეხებოდა საკითხებს: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, გენდერი, მიგრაცია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზნად ისახავდა ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაისა და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევების ხელშეწყობას.
უკან |