ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„ერთი ნაგენეტივარი ტოპონიმის ისტორია-ეტიმოლოგიისათვის ქართველურში"

სურათი

6-7 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ XLIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა. კონფერენციაზე მეცნიერებმა წარადგნეს ნაშრომები დიალექტოლოგიის სხვადასხვა პრობლემური საკითხის შესახებ. მკვლევარმა ნარგიზ ახვლედიანმა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან მარგიანთან ერთად წაიკითხა მოხსენება თემაზე: ,,ერთი ნაგენეტივარი ტოპონიმის ისტორია-ეტიმოლოგიისათვის ქართველურში", რომელიც   დაიბეჭდა სამეცნიერო სესიის მასალებში პუბლიკაციის სახით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა