ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

მკვლევრებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“

სურათი

მეცნიერებისა და სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“. შეხვედრაზე მოსწავლეები და სკოლის აკადემიური პერსონალი გაეცნენ ინფორმაციას სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერებისა და დოკუმენტაციის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე მოეწყო სტამბოლის ქართული სავანის საარქივო დოკუმენტების გამოფენაც, სადაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის სამუშაო ვერსია იყო წარმოდგენილი.

მკვლევრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ინსტიტუტის უახლესი გამოცემებიც გადასცეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა