ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჩვენი სულიერების ბალავარი XII

სურათი

მიმდინარე წლის 11-12 მაისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჩვენი სულიერების ბალავარი XII.

კონფერენციის ძირითადი მიზანია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და, ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებისა და უახლესი კვლევების წარმოჩენა, დისკუსია. სამეცნიერო კონფერენციას წმინდა მეცნიერულ ღირებულებასთან ერთად, აქვს ზოგადეროვნული დატვირთვა. ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის დიდაჭარაში შემობრძანება ხომ ჩვენი კუთხის, თითოეული ქართველის, მთელი საქართველოს დიდი დღესასწაულია. სწორედ, ამ ასპექტის გათვალისწინებით, კონფერენციის მეორე დღეს, 12 მაისს, დაგეგმილია კონფერენციის მონაწილეთა გამგზავრება დიდაჭარაში, წმინდა ადგილის მოსალოც-მოსანახულებლად.

წარმოდგენილი საკონფერენციო თემები თემატურად მრავალფეროვანია. ეხება ქართველოლოგიური დარგების, ისტორიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურის, ფოლკლორის, ენათმეცნიერების სხვადასხვა საინტერესო საკითხს. კონფერენცია შერეული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე მონაწილე. მნიშვნელოვანია ის, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებიც.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა