ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სურათი

შეხვედრისას ოსტრავას უნივერსიტეტის რექტორმა პიოტრ კოპეჩკიმ, რექტორის მოადგილემ, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით რენატა ტომაშკოვამ და მეორე მხრივ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ და ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანაშრომელმა სულხან მამულაძემ განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებისა და სეზონური სკოლის ორგანიზება.

ოსტრავას უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის ივლისის თვეში ეწვევა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა