ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„ჰიდრონიმ „კინკიშას" ეტიმოლოგიისათვის“

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო პროფესორ ფარნაოზ ერთელიშვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაში. მკვლევრმა კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „ჰიდრონიმ „კინკიშას" ეტიმოლოგიისათვის“. სამეცნიერო სესია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და  ამავე ინსტიტუტთან არსებული ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა