
საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე - მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ემერიტუს-პროფესორი აკაკი ბერიძე ქირურგიის დარგში და ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,გლობალური, ბიოლოგიური გარემოს კონცეფცია“.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
უკან |