2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის სახელწოდება - „რა იგებს არჩევნებს საქართველოში“ (№FR-18-8649) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარი რუსლან ბარამიძე საველე მასალების შეგროვების მიზნით იმყოფებოდა ერევანსა და ბაქოში. მივლინების პერიოდში განხორციელდა სამუშაო შეხვედრები და მეცნიერ თანამშრომელმა ჩაიწერა ინტერვიუები მკვლევრებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა პერიოდში არჩევნებში მონაწილე პირებთან. ასევე, მოიძია პროექტის მიზნების შესაბამისი სხვადასხვა მასალა.
უკან |