ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს მწერალი მაია ტურაბელიძე ეწვია

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში მწერალი მაია ტურაბელიძე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმარმა მეცნიერებს მისი თარგმნილი სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის წიგნები წარუდგინა და ინსტიტუტის ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადასცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფლორენციის მუზეუმში დაცულ იმ ფოტოილუსტრაციებს, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიელმა მოგზაურებმა  ზემო აჭარაში გადაიღეს.

ქალბატონი მაია ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში. ეწევა მთარგმნელობით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანთლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. არის იტალური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და „რომა კაპიტალეს“ საბიბლიოთეკო ინსტიტუტების მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი. მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ ფინალისტის დიპლომი. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა