
ბსუ-ს მიზნობრივი-სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ემერიტუს-პროფესორ შუშანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაასრულა სამუშაო ვიზიტი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა უნიკალურ არქივში დაცული ეროვნული მნიშვნელობის მასალის შესწავლა-აღნუსხვა. გამოვლინდა ახალი მასალები პეტრე სურგულაძის, შალვა ვარდიძისა და თურქეთში მოქმედი ქართველი ლეგიონერების შესახებ.
მიკვლეული მასალები გამოქვეყნდება სამეცნიერო პუბლიკაციებისა და მონოგრაფიის სახით.
უკან |