ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

შეხვედრა ბათუმის ურბანიზაციის საკითხებზე

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე და ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი თამილა ლომთათიძე, მკვლევარები ნინო ინაიშვილი და რუსლან ბარამიძე შეხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერგენის უნივერსიტეტის კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრებს ნიკა გაზდელიანს, მანანა დუმბაძესა და კამილა ჰანსენს. გაიმართა კონსულტაციები მაგისტრებისათვის საინტერესო საკითხებზე, რაც ბათუმის ურბანიზაციის პრობლემებს ეხებოდა.

მაგისტრები ქართულ-ნორვეგიული საზაფხულო ანთროპოლოგიური სკოლის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარაში. აღნიშნული საზაფხულო სკოლა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და ბერგენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა