ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

გარდაიცვალა ბსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი ნინელი ვაშაკიძე

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, არქეოლოგის, ცნობილი მეცნიერის ნინელი ვაშაკიძის გარდაცვალების გამო. მკვლევარი ნინელი ვაშაკიძე 1967-2011 წლებში მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს და მთავარი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე, ხელმძღვანელობდა არაერთ საველე სამეცნიერო ექსპედიციას. ის იყო რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. ნინელი ვაშაკიძის  კვლევის საგანი იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ფიჭვნარის ნაქალაქარის შესწავლის საქმეში. იგი სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული და მოღვაწეობდა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა