27-29 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა სულხან მამულაძემ. სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართული იყო მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მათ შორის ოქსფორდის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, კემბრიჯის, ჯორჯთაუნის, ედინბურგის, აარუსის, მილანის, თბილისის, ბათუმის და სხვ.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და საერთო მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართა დაახლოება იყო, რაც ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.
ღონისძიების ფარგლებში მუშაობდა დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, სადისკუსიო ფორუმები, გაიმართა საჯარო ლექციებიც.
უკან |