დასრულდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფონდებში დაცული უნიკალური ფოლკლორული ნიმუშების, საექსპედიციო აუდიოჩანაწერების გაციფრულება, აუდიომასალებისა და აღწერილობის დამუშავება-კატალოგიზაცია. პროექტის მიზანი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ტრადიციული მრავალხმიანობის საარქივო ნიმუშების პოპულარიზება გახლდათ. არქივში დაცული იყო 1958 წლიდან ჩაწერილი 107 ფირი და 65 აუდიოკასეტა. მიღებული იქნა 172 მზა მასალა და 400-ზე მეტი ნიმუში. მასალა განთავსდება ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ-სივრცეში, რომელიც შიდა რეგულაციების დაცვისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო კვლევებისთვისაც. სამომავლოდ, შესაძლებელია საბოლო შედეგების სათანადოდ გამოცემაც.
პროექტს ახორციელებდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.
უკან |