ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ინსტიტუტის მკვლევრებმა დედაენის დღე აღნიშნეს

სურათი

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილე მიქელაძე და ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე ქედის მუნიციპალიტეტში საზოგადოების წარმომადგენლებსა და გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.  საჩუქრად გადასცეს ინსტიტუტის მიერ გამოცემული ბეჭდური მასალები და ესაუბრნენ  ქართული ენის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე; ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხზე; ფრიდონ ხალვაშის  მოღვაწეობასა და მის დამოკიდებულებაზე „ნენეს ენის“ მიმართ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა