ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

გარდაიცვალა ბსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი ჟანი მიქაშავიძე

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ინჟინერ-ტექნოლოგის ჟანი მიქაშავიძის გარდაცვალების გამო. ჟანი მიქაშავიძე წლების განმავლობაში  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში მუშაობდა, იყო მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი, ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი. იგი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საკითხების შემუშავებასა და განხორციელებაში. მისი სამეცნიერო ინტერსების სფერო მოიცავდა ეკოლოგიურ ტურიზმს, ბუნებრივ-რეკრეაციულ და ისტორიულ-კულტურულ რესურსებს, ტურიზმის განვითარების პრობლემებს საქართველოში.  ბატონ ჟანის გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა