
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა ევროკავშირის პროექტის „ევროკლუბის ღია ბიბლიოთეკების“ ეგიდით, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. ინსტიტუტის კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აჭარის მუნიციპალიტეტების ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და სხვა საკითხთა კომპლექსური შესწავლაა. უახლესი გამოცემებისა და მონოგრაფიების უშუალოდ მუნიციპალიტეტებისათვის გაცნობა ამ მიმართულებით მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
უკან |