
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით დიდგორის ბრძოლის 900 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა თემაზე: „დავით აღმაშენებლის ეპოქა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა.
უკან |