ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“.

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გამართულ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე. მან ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. კონფერენციის მიზანი იყო  კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების კვლევა, შემოქმედებითი პროცესებისა და ტენდენციების გაანალიზება და მკვლევართა მიერ ერთმანეთისადმი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გახლდათ.

კონფერენცია მოიცავდა კულტურისა და ხელოვნების საკითხთა ფართო სპექტრს. წარმოდგენილი იყო მოხსენებები: ფერწერის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, რესტავრაციის, თეატრის, კინემატოგრაფიის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, კულტურის, კულტურული ტურიზმის, სახელოვნებო განათლების, მედის და სხვ. საკითხთა შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღ0 სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტმა მონაწილემ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა