ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

პროფესორ დენიზა სუმბაძის ზოგიერთი ორიგინალური ხედვის გააზრებისათვის

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა  უჩა ოქროპირიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: პროფესორ დენიზა სუმბაძის ზოგიერთი ორიგინალური ხედვის გააზრებისათვის. მომხსენებელმა განიხილა პროფესორ დენიზა სუმბაძის წერილები და მათში წარმოჩენილი აქტუალური საკითხები. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პარალელური აზრებზე, რომლებსაც ქ-ონ დენისა სუმბაძის ნაწარმოებებმა მათი გაცნობა-განხილვისას წარმოიშვა.  

თავის წერილში ქ-ნი დინესა სუმბაძე ეხება თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას საბუთიანი დამაჯერებლობით აკრიტიკებს. წიგნში გაკრიტიკებულია აგრეთვე, ჰელსინკის დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიოში შექმნილი ვითარება.და წარმოჩენილია მასზე შესაბამისი. წერილში მოხმობილია აგრეთვე აინშტაინისეული „წონასწორობა დაკარგული ადამიანის განცხადება“ და მისი ავტორისეული შეფასება. იქვე მოცემულია რიჩარდ პაიპსის გულწრფელი აზრი „საქართველო ჩაებაო ისეთ ურთულეს პოლიტიკურ პროცესებში, საიდანაც შესაძლოა, იგი ყოველთვის ვერ გამოვიდესო გამარჯვებული...“ და მისი ჩვენეული შეფასება;

ქ-ნი დენისა საუბრობს აშშ-სა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობაზე და ამბობს: ის „უფრო ბიბლიაში აღწერილი ერთი უბრალო პერსონაჟის - ნაბოთეს მიპატიჟებას მიჰგავს მეფე აქაბას სამეფო ნადიმზე. მიპატიჟებას მარტო იმიტომ, რომ მეფე აქაბს ნაბოთეს ვენახი მოსწონს...“ და იქვე მოცემულია ამ მომენტის ჩვენეული შეფასება.

წერილში მოცემულია ქ-ნი დინესას მიერ საბჭოთა კავშირისა და საერთოდ, სოციალისტური სისტემის შეფასება.   იქვე გაცემულია პასუხი, ავტორის მიერ, ჩვენის აზრით, ამ არასწორად გაგებულ პრობლემაზე.

ნაშრომში აღნიშნულია  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელთა გარშემო შექმნილი პრობლემები და გარკრიტიკებულია მათი  აღქმისეული „რჩეულობის“ სტატუსი...“. აქვე ასახულია ავტორის საინტერესო მოსაზრებანი „...მასონურ-სიონისტური მოძრაობის თეორიული და პრაქტიკული სტრატეგიების“... შესახებ და მსოფლიოში ამის წყალობით დამკვიდრებული რეა¬ლობა, აგრეთვე საქართველოში ედ. შევარდნაძის მოღვაწეობის ჩვენეული შეფასება, (მისი ბოლო პერიოდი, 1992 წლიდან).
ძალზე საინტერესოა ავტორისეული მოსაზრებანი,  ედუარდ შევარდნაძის პიროვნების, როგორც ანტი თევდორეს წარმოჩენისა. ნაშრომში მოცემულია გაეროს დასკვნა, რომ თანამედროვე საქართველოში „... მიუღწეველია მოსახლეობის უზრუნველყოფა  საარსებო მინიმუმით, ანუ სიცოცხლის ელემენტარული უფლება (გვ. 31). აგრეთვე ოლივერ უორდროპის მოსაზრებანი ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის შესახებ, ჩვენეული განმარტებებით.

წერილში ავტორი მსჯელობს, რომ ქართული „თვითმყოფადობის გაფრთხილებას საკაცობრიო ძალისხმევა ესაჭიროება...“. აქვეა საუბარი „ვეფხისტყაოსანზე“ და მოცემულია მისი ანალიზი მასზე მიდევნებული სათანადო დასკვნებითურთ: სულიერების თვალსაზრისით აღმატებულ კოლხ-იბერიულ მოდგმას არ უნდა ჰქონდეს არავითარი ილუზია, რომ იმ ერთობისაგან - (სიონისტური მოძრაობა), რომლის შინაარსი განიმარტა როგორც „რასიზმი“, და რომელიც „უფრო უარესი ფორმაა კაცთმოძულეობისა, რომლის სახელწოდებაც კაცობრიობას არა აქვს!  - კაცობრიობა რაიმე სასიკეთოს მიიღებს.

განხილულია ნაშრომი „ამერიკელი ერის ფენომენი“ და მოცემულია მასში დასმული მართებული აქცენტების მიუხედავად მისი კრიტიკულად გააზრების აუცილებლობა, რის გამოც ამერიკელი ხალხის ერად წარმოჩენის არავითარი შანსი არ არსებობს... აქვე საუბარია აშშ-სი „თავისუფლებისა“ და  „ვაჭრობის“ გაკერპების შესახებ შემდეგ კი შენიშნავს, რომ ნიუ-იორკში „ტყუპების“ დაცემა „ახალი ბაბილონის“ თანამდევი გლობალისტური მსოფლმხედველობის დაცემის დასაწყისია მხოლოდ, რითაც დაინგრა „...მსოფლიო ინტეგრაციის ამერიკული სურვილიც“(იქვე, გვ. 11) - სამართლიანად შენიშნავს ავტორი.

რაც შეეხება სამუელ ჰანთიგტონის წიგნის, „ცივილიზაციათა შეჯახება“, წინასიტყვაობის ავტორის მოსაზრებას, რომ „ამერიკელებმა ასწავლეს მსოფლიოს : 1) თავისუფლება აზრის, 2) თავისუფლება პრესის და 3) თანასწორობა დედაკაცისა და მამაკაცისა“ (იქვე. გვ.13) - ეს არის ქართული სინამდვილის არ ცოდნა და აქედან გამომდინარე, ქართველებისათვის მეტად ვულგარული აზრის შემცველი რეალობაა - ვამბობთ ჩვენ და მოგვყავს ამ აზრის დასამტკიცებლად სათანადო მაგალითები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან.

ავტორის მიხედვით,  „მარადიული სიყვარული ორფეოსისა და ევრიდიკასი ბიბლიური ადამისა და ევასთვის უცხოა. აქ უკვე გამქრალია ის სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტი მყოფობის ტოლი და იგივეობრივია, და რომელზეც ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა თქვა: „ სიყვარული არის ის, რაც არსებობაა, და არსებობა არის ის, რაც სიყვარულია“.  აქვე მოცემულია მცდელობა, სიყვარულის უფრო ღრმად და შინაარსეულად განმარტებისა და ადამისა და ევას მისტერიის გაგებისა. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა