ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

გარდაიცვალა მკვლევარი ომარ მემიშიში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ომარ მემიშიშის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს  გარდაცვლილის ოჯახს. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ბატონი ომარის  სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო. ის იკვლევდა ქართველური და შედარებითი ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებს. მის არაერთ სამეცნიერო სტატიაში მეცნიერული სიზუსტითა და სიღრმითაა გაანალიზებული ლაზური ენის პრობლემური საკითხები.

ომარ მემიშიშის სამეცნიერო არეალი თურქეთში მცხოვრებ ლაზთა  ყოფა-ცხოვრებისა თუ ლაზთა იდენტიფიკაციისა და  მეტყველების საკითხებსაც სწვდებოდა.  მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართველური ენათმეცნიერებისა და საერთოდ, ქართველოლოგიური დარგების   საკითხებზე მომუშავე მეცნიერთათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა