ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა 1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის განმათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინ სემინარი ჩაატარა. ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, უფროსი მეცნიერ თანამშრომელ ოლეგ ჯიბაშვილმა მოხსენება წაიკითხა 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბათუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ხოლო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრმა, არქეოლოგმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ისაუბრა საბჭოთა პერიოდში დაკარგული ბათუმისათვის დაღუპულთა საძმო საფლავის მოძიებასა და გმირთა ნეშტების ხელმეორედ პატივით დაკრძალვაზე.
ონლაინ სემინარზე ნაჩვენები იყო ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელის უჩა ოქროპირიძის ვიდეო-მოხსენება (ოპერატორი გივი ნახუცრიშვილი) 1921 წლის 18-20 მარტის მოვლენების შესახებ.
ღონისძიების მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, დაიდგას დაღუპულ მეომართა საძმო საფლავზე მემორიალური დაფა.
უკან |