ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილე მიქელაძე, განყოფილების საკვლევი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15-31 აგვისტოს ეწეოდა საველე საქმიანობას ბეშუმში, ლოდიძირში, შქერნალსა და უჩხოში. მკვლევარმა ჩაიწერა თემატურად და ჟანრობრივად მდიდარი ფოლკლორული მასალა. კვლევის შედეგები აისახება შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სტატიებში.
უკან |