
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავას ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული მუსიკალური ფონდის შესწავლასა და დაცვა-პოპულარიზაციას. აქტიურად მიმდინარეობს ინსტიტუტის ფონდში შემონახული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-გაციფრება. პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით.
უკან |