ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნინო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა ინდივიდუალური ექსპედიცია ჩაატარა. მკვლევარმა კურორტ ბახმაროს საზაფხულო იალაღებზე, შედრეკილში, მაჭახელას ხეობასა (სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში საველე სამუშაოები ჩაატარა. ნარგიზ ახვლედიანმა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ჩაიწერა საინტერესო ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა.
უკან |