ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბსუ ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნანი გუგუნავას გარდაცვალების გამო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნანი გუგუნავას გარდაცვალების გამო. ღვაწლმოსილმა მკვლევარმა ნაყოფიერი, ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. ნანი გუგუნავა 1961 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ბიოლოგიის კათედრაზე, პარალელურად 1975 წლიდან იგი ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1993-2004 წლებში - აჭარის ა. რ. განათლების მინისტრი და 2011 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.  მეცნიერებათა დოქტორი ნანი გუგუნავა იკვლევდა პედაგოგიური აღზრდისა და  ემიგრანტული ლიტერატურის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია და მონოგრაფია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა