ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 7 თებერვალს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის “რა იგებს არჩევნებს საქართველოში” საანგარიშო პრეზენტაცია გაიმართა. სამწლიანი პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბაზაზე ხორციელდება.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა დოქტ. რუსლან ბარამიძემ და პროექტის კოორდინატორმა დოქტ. მაია ბოლქვაძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები წარმოადგინეს. პროექტის შესახებ ასევე ისაუბრეს პროექტის კონსულტანტებმა, ბერლინის დამოუკიდებელი სოციალური კვლევების ცენტრის თანამშრომლებმა, დოქტ. სერგეი რუმიანცევმა და დოქტ. სევილ ჰუსეინოვამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების, ინსტიტუტების და დეპარტამენტების წარმომადგენლები.
უკან |