
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო 4-7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესში: „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)“. მკვლევარმა კონგრესზე მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ერთი დავიწყებული ტოპონიმის ისტორიისათვის აჭარულში“. ფორუმის მუშაობაში 170-მდე დელეგატი იყო ჩართული ჩრდილო-კავკასიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
უკან |