ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო გამოფენა-კონცერტში „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო გამოფენა-კონცერტში „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. სცენაზე გაცოცხლდა 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია ინსტიტუტის ფონდებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში. შესრულდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის მკვლევარების მიერ აღდგენილი 8 ხალხური სიმღერა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები – ეთნოგრაფიული მასალა, მკვლევართა ჩანაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საფონდო ჩანაწერები, აუდიო არქივი, ფოტომასალა. ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიებისა და ინსტიტუტის არქივში დაცული მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა