24-31 აგვისტოს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავრი მეცნიერ თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი, ისტორიის დოქტორი თამილა ლომთათიძე, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი ნაილა ჩელებაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი ელზა ფუტკარაძე, ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. მკვლევართა ჯგუფი მუშაობს თემაზე: „დევსქელის ხეობის ეთნოკულტურული შესწავლა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე).
ისტორიული დევსქელის ხეობის სოფლებში (ებრიკა, პეტრული, ნიგია, ადაგული) მეცნიერებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური მასალები, შეისწავლეს პეტრულის მამაწმინდის ტაძრის ფრესკები, დააზუსტეს ხეობის ისტორიული-გეოგრაფიის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ მკვლევარები ართვინის ვილაიეთის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს.
უკან |